5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023
5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023

მამუკა მდინარაძე: ეროვნული ინტერესები არის პირველი და ხელისუფლება უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო

„ეროვნული ინტერესები არის პირველი და ხელისუფლება უნდა იყოს, ამიერიდან, ჩვენიდან დაწყებული ვინც არ უნდა მოვიდეს, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მდინარაძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ სხვა მთავარ გამოწვევებთან ერთად არსებობს პატარა ნიუანსი, რაც ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

მისივე თქმით, ინფორმირებული არჩევანი არის ხალხის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რომ მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს.

„გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა არის განვითარება, ეროვნული, ფიზიკური, ეკონომიკური უსაფრთხოებაა მთავარი გამოწვევები და ერთ-ერთი პატარა ნიუანსი და რგოლია მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც ამ დიდ მოქმედებების ჯაჭვში ერთ-ერთი შეიძლება იყოს ამაზე დათანხმება. იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოებაა და ინფორმირებული არჩევანი არის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხალხის და არა ხელისუფლების, რაც შეიძლება ბერკეტს წარმოადგენდეს, რომ მან უზრუნველყოს, მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. ამის იძულება ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამის ბერკეტი ხალხს ექნება და არ მოხდება ის რაც დაგვემართა მაგალითად 2012 წლამდე.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები