30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰარჩინსკის შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა განხილვის მთავარი თემები იყო. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე ისაუბრეს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციაზე ევროკომისიის მოსაზრების მეორე ნაწილის გამოქვეყნების საკითხს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დონეს შეეხება. გამოითქვა მოლოდინი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სათანადოდ ასახავს ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ მიღწეულ თვალსაჩინო პროგრესს.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა დაადასტურა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები