29 მაისი, ორშაბათი, 2023
29 მაისი, ორშაბათი, 2023

ლევან ხაბეიშვილი: “IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილია , ხოლო „რუსული ოცნებას“ პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ აქვს“

„IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილია , ხოლო „რუსული ოცნებას“ პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ აქვს.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

„კვლევის მიხედვით ჩანს, რომ „რუსულ ოცნებას“ პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ აქვს. მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსი სიპ-ები, აიპ-ები, შპს-ები, საჯარო სამსახურში კონკრეტული ადამიანები ნათესაური კავშირებით დანიშნული და შესაბამისად, მათი მთელი ე.წ რეიტინგი დგას დაშინებაზე, მუქარაზე, ადმინისტრაციულ რესურსზე. მათ პოლიტიკური მდგენელი უკვე აღარ აქვს და ეს დამტკიცდა ამ კვლევითაც. ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქვს ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ამ კვლევით დასტურდება, პროდასავლურ ოპოზიციას აქვს გარკვეული შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ გვგონია საერთო ჯამში ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ გვყავს საერთო მტერი და ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ჩვენს ევროპულ მომავალს ზოგადად, ამიტომ ამ თემის ირგვლივ გაერთიანება არის მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში, თუ როგორ ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია იქნება ამას დრო გვიჩვენებს და საზოგადოება თავად ნახავს თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ,რომ დარწმუნებული ვარ ,რომ „რუსული ოცნებისთვის“ უმძიმესი პერიოდი დგება და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია „რუსული ოცნების“ დამარცხება და რუსული პარტიის დამარცხება საქართველოში. მათ შორის ამ კვლევაში შავით თეთრზე ეწერა, რომ 89% საქართველოს მოქალაქეებისას, ეს არის ისტორიული მაქსიმუმი ყველა კვლევით უნდა ევროკავშირში. 89% არ უნდა საქართველო იყოს რუსეთის გუბერნია შესაბამისად ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, შეუვალი და დარწმუნებული ვარ ეს კონკრეტულ შედეგებზეც აისახება.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები