25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

ლევან ხაბეიშვილი:მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ – დარწმუნებული ვარ, რუსი ივანიშვილი გასცემს სროლის ბრძანებასაც!

მიზანმიმართულად, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ – დარწმუნებული ვარ, რუსი ივანიშვილი გასცემს სროლის ბრძანებასაც!,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი არ გაჩერდება და “ბოლომდე იბრძოლებს, სანამ პუტინისტურ რეჟიმი არ დამარცხდება”.

“მიზანმიმართულად, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ. პროვოკაციას აწყობენ, სპეციალური დანიშნულების რაზმი მოიყვანეს. არაფერს არ აშავებს ეს ხალხი, თუ ისინი არ ისვრიან ტყვიებს. დღესაც თვალები დათხარეს ხალხს, დაწამლეს, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. ყველა ადამიანი დაიმახსოვრეთ, ვინც აქ იყო, ისინი დავალების გამცემები იყვნენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ნუ უწყობთ ქართველ ხალხს პროვოკაციას! ეს ხალხი არ გაჩერდება, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ პუტინისტურ რეჟიმს არ დავამარცხებთ! გამორიცხულია. დასარბევად ემზადებიან შეიარაღებულები, რად გინდათ იარაღი? ვინ იძლევა დავალებას?! ვის უნდა ესროლოთ? ქართველი ხართ, თუ რუსები?! დარწმუნებული ვარ, რუსი ივანიშვილი გასცემს სროლის ბრძანებასაც”,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...