„ნიკა გვარამიას პატიმრობა ცინიზმის მწვერვალია.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
„სალომე ზურაბიშვილს სათქმელი ექნება მაშინ, თუ იმ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომელიც მას აქვს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, თუ ვინმე მას პრეზიდენტად აღიარებს, არის ის ინსტრუმენტი, რისი გამოყენებაც შეუძლია, სხვა ყველაფერი მას ხომ ჩამოართვეს და ფაქტობრივად არავინ არ არის, ხანდახან შეუძლია სიტყვით გამოვიდეს და ა.შ. სხვა ფუნქციები მას აღარ აქვს, შეუძლია ჩვენი ევროპული მომავლისთვის კონკრეტული სიკეთეების გაკეთება, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლარიზაციის დასრულებას და ამ შემთხვევაში, როცა ნიკაზე ვსაუბრობთ და საზოგადოებას მე მინდა ყოველ ჯერზე შევახსენო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს მეორე ქეისი, როცა ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, თან საუბარია შპს-ის მანქანაზე და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდ ქონებაზე და შემდეგ ვინმესთვის თხოვებაზე. რამდენი ბიზნესმენი გვიყრუებს, რამდენი მოქალაქე გვიყურებს, რამდენი თანამდებობის პირი გვიყურებს, რომლებიც თავად კორუფციულ გარიგებებშია შესული და მართლა საკუთარი პირადი ინტერესებისთვის იყენებს და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია ცინიზმის მწვერვალია, როცა ბიძინა გვეუბნება, რომ ავტომობილი რომ ათხოვა მეუღლეს, ამიტომ სამი წელი მე უნდა ჩავსვა ეს ადამიანი ციხეში. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს ინსტრუმენტი, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს, მას აქვს ინსტრუმენტი, რომ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გამოიყენოს და ამის შემდეგ შეუძლია გამოვიდეს და საქართველოს სახელით ისაუბროს, მანამდე გულწრფელად მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ გვჯერა მისი ამ გამოსვლების ,ერთია რას საუბრობ და მეორე რას მოქმედებს. როცა მოქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა, ვარაუდები გვიჩნდება, რომ ან არის მართული და არ არის დამოუკიდებელი, ან უბრალოდ რაღაცის გაკეთილშობილებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილი, გვაქვს ეს ლეგიტიმური შეკითხვები და თუ ეს ასე არ არის, მე ბოდიშს მოვიხდი და მის ინსტრუმენტს გამოიყენებს. მე ვიტყოდი, რომ ვცდებოდი სალომეს შეფასებაში და ის ნამდვილად დამოუკიდებელი ფიგურა ყოფილა თუმცა ამ დრომდე, სანამ ის არ იყენებს ამ ინსტრუმენტს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის აბსოლუტურად თამაშობს რუსული პარტიის თამაშს, რუსული ხელისუფლების თამაშს და ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ სხვანაირად აღიქვას, სხვანაირად დაინახოს და მისი პრეზიდენტის მანდატი გამოიყენოს, ჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილება.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.