28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

ლევან ქარუმიძე: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი ისეთ კანონად იქცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირისთვის

„იმედს ვიტოვებ ისეთ კანონზე შევთანხმდებით, რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისთვისაც და ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც წლებია დაუღალავად, პირნათლად და კეთილსინდისიერად მუშაობენ თავისი ქვეყნის განვითარებისთვის,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, გასაგებია ის ემოციები, რაც ამ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა და მნიშვნელოვანია ისეთი კანონის მიღება, რომელიც მისაღები იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე იმ ორგანიზაციისთვის, რომლის წევრობისთვისაც ყველანი ერთად ვიღვწით.

„მე მესმის ის ემოციები და ვნებათა ღელვა, რაც ამ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა ჩვენს მოქალაქეებში და ჩვენს უცხოელ მეგობრებშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ისეთ კანონად იქცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირისთვის, იმ ორგანიზაციისთვის, რომლის წევრობისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიღვწით. იმედს ვიტოვებ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ, ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთად კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, ჩვენ მივუბრუნდებით იმ სიტყვათა წყობის სიღრმისეულ განხილვას რასაც ჰქვია უცხო ძალის გავლენის აგენტი და შინაარსობრივი განხილვისას საბოლოოდ ისეთ კანონზე შევთანხმდებით რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისთვისაც, და ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც წლებია დაუღალავად, პირნათლად და კეთილსინდისიერად მუშაობენ თავისი ქვეყნის განვითარებისთვის.“- განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები