29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი არის კანდიდატის სტატუსი და მეტი არაფერი. მატერიალური სარგებელი ამ ყველაფერს აქვს ნული!

„ომის და ღალატის პარტიის პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს, რომ მათთვის ჩვეული სცენარი გაითამაშონ, საზოგადოებას ტვინები გამოურეცხონ, დააჯერონ ტყუილი და მერე როგორმე სცადონ მათზე მანიპულირება.“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და აზიარებს „ფეისბუქ“ გვერდის სტატუსს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ნიშნავს 14 მილიარდ ევროს 2 წელიწადში. ნიკოლეიშვილის თქმით, ეს არის მოგონილი თემა, რომ ხალხი გააბრაზონ. ეს ფეიკ-პოსტიც ამ ყველაფრის კლასიკური მაგალითია. „ომის და ღალატის პარტიის პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს, რომ მათთვის ჩვეული სცენარი გაითამაშონ, საზოგადოებას ტვინები გამოურეცხონ, დააჯერონ ტყუილი და მერე როგორმე სცადონ მათზე მანიპულირება. ეს ფეიკ-პოსტი არის ამ ყველაფრის კლასიკური მაგალითი. სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არანაირ მატერიალურ სარგებელს არ აძლევს, არანაირს! ეს არის მოგონილი თემა, რომ ხალხი გააბრაზონ. ცხადია, ამ ფეიკ კამპანიას არ ექნება შედეგი, მაგრამ მაინც, პრევენციისთვის ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი არის კანდიდატის სტატუსი და მეტი არაფერი. მატერიალური სარგებელი ამ ყველაფერს აქვს ნული!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები