25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

ლევან ნიკოლეიშვილი – სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის დღეს, სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან “მთავარნაცობაზე”, არ დაიზაროთ, არჩევნების გზით “გააპრავეთ თვითლიკვიდაცია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ დღეს სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან “მთავარნაცობაზე”.

მისი თქმით, წესით, „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ამ დანაშაულისთვის საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თუმცა რახან ერთმანეთის ჩაშვების და ლანძღვის გზით შლიან პარტიას, ესეც მისაღებია.

„დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან “მთავარნაცობაზე.” წესით და რიგით “ნაციონალური მოძრაობა”, თუნდაც ამ დანაშაულისთვის საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. თუმცა არა უშავს, რახან ერთმანეთის ჩაშვების და ლანძღვის გზით შლიან პარტიას, ესეც მისაღებია. მიდით არ დაიზაროთ და ახლა სწორედ არჩევნების გზით “გააპრავეთ თვითლიკვიდაცია“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...