30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე: დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩნდა ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას

პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში, თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო- ვიმეორებ, სამწუხაროდ ასეთი უბედურებები ხდება – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ დიდი ტრაგედიის ფონზეც გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები და ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

“პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში, თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო- ვიმეორებ, სამწუხაროდ ასეთი უბედურებები ხდება. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რატომ უნდა დავადგინოთ სიმართლე რა მოხდა და რატომ მოხდა! ამ ყველაფრის ფონზე კი, ამ დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას.“ ეს სამარცხვინო და ამორალური კი არა უბინძურესი საზიზღრობაა უკვე…” -წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები