29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს: პრეზიდენტის პოსტიდან ახლავე გადადგომას და შესაბამისად მავნებლობის დასრულებას თუ მოაწერთ ხელს, მაშინ შეიძლება ტაშიც დაგიკრათ

იცით რას გეტყვით მადამ პღეზიდენტო, ირაკლი კობახიძე თქვენი ხელმოწერის გარეშეც გახდებოდა პრემიერ მინისტრი, აი პრეზიდენტის პოსტიდან ახლავე გადადგომას და შესაბამისად მავნებლობის დასრულებას თუ მოაწერთ ხელს მაშინ შეიძლება ტაშიც დაგიკრათ! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდბობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.

ნიკოლეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეშინებულ-დაფეთებულია.

„ოჰო, ესეც ოპოზიციის არ იყოს კარგად შეშინებულ-დაფეთებულია! სტიქიაო?! არ მოაწერდა ხელს რომ არ სტიქიაო?! ასე, თუ გამაცინებს ხოლმე პრეზიდენტად წოდებული კიდევ არა უშავს! ისე, სტიქიას ვერ მიხედავდა თავად ქალბატონი სალომე? აი, რომ შეეკრიბა ოპოზიციის მისი მეგობარი ნაწილი და წინ რეზინის ჩექმებითა და ნიჩბებით, ბოლო ბოლო უმაღლესი მთავარსარდალია, არა თუ ვერა? სულ ცოტა ხნის წინ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა, სულაც უკრაინაში იწევდა რუსეთის წინააღმდეგ საომრად და სტიქიას შეუშინდა?!

იცით რას გეტყვით მადამ პღეზიდენტო, ირაკლი კობახიძე თქვენი ხელმოწერის გარეშეც გახდებოდა პრემიერ მინისტრი, აი პრეზიდენტის პოსტიდან ახლავე გადადგომას და შესაბამისად მავნებლობის დასრულებას თუ მოაწერთ ხელს მაშინ შეიძლება ტაშიც დაგიკრათ!

https://www.facebook.com/share/xUDu3G3k6FmB5b3Q/?mibextid=oFDknk“ – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
www.facebook.com

ავტორი:

ბოლო სიახლეები