26 თებერვალი, ორშაბათი, 2024
26 თებერვალი, ორშაბათი, 2024

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს – თქვენ ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასეთ და ამით უმძიმესი შეცდომა დაუშვით

ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს – ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელჩმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასა.

„ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს – ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გეგმა გაქვთ დიდი ხანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისფედს პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება გაუპრავეთ და სულ სანაქებო ენჯეო ეძახეთ. ამჯერად თქვენ ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასეთ და ამით უმძიმესი შეცდომა დაუშვით. ქართველი ხალხი ბრძენია და აუცილებლად გამოტანს დასკვნას თქვენი დამოკიდებულებისგან“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები