29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ლევან ნიკოლეიშვილი – კარგა ხანია ნორმად იქცა, რომ „ქართუსა“ და მის მფლობელზე კარგის თქმა არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში მოკერებული გაქვს „მონის“ ან „რუსეთუმეს“ იარლიყი

კარგა ხანია ნორმად იქცა, რომ „ქართუსა“ და მის მფლობელზე კარგის თქმა არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში მოკერებული გაქვს „მონის“ ან „რუსეთუმეს“ (ეს ორი სინონიმია) იარლიყი. ამიტომ, საზოგადოება, რომელსაც დადებითი რეაქციის გამოხატვა აუკრძალეს, დუმს. სამაგიეროდ, სრულიად ნებადართულია ათასგვარი ჭორის, ტყუილის და ცილისწამების ტირაჟირება, როგორც მედიით, ისე სოცქსელებით – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მაგალითად, გვაჩვენებენ გაპარტახებული „ლაგუნა ვერეს“ კადრებს და გვაჯერებენ, რომ ინფრასტრუქტურა მიზანმიმართულად გაჩანაგდა. არადა თითქოს 2015 წლიდან არც თუ ბევრი დროა გასული იმისთვის, რომ საზოგადოებას არ ახსოვდეს, რამხელა ზარალი მიაყენა 13 ივნისს მოვარდილმა წყალმა და ნაშალმა მიწამ „ლაგუნა ვერეს“.

ფონდი „ქართუ“ რომ „ლაგუნა ვერეს“ ქალაქს უბრუნებს და მისი ფუნქცია ისევ აღდგება, ალბათ გაიგებდით. ჩვენს პოლიტიზებულ საზოგადოებაში ეს „პატარა საჩუქარი“ რა მოსატანია. გეცოდინებათ, კარგა ხანია ნორმად იქცა, რომ „ქართუსა“ და მის მფლობელზე კარგის თქმა არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში მოკერებული გაქვს „მონის“ ან „რუსეთუმეს“ (ეს ორი სინონიმია) იარლიყი. ამიტომ, საზოგადოება, რომელსაც დადებითი რეაქციის გამოხატვა აუკრძალეს, დუმს. სამაგიეროდ, სრულიად ნებადართულია ათასგვარი ჭორის, ტყუილის და ცილისწამების ტირაჟირება, როგორც მედიით, ისე სოცქსელებით. მაგალითად, გვაჩვენებენ გაპარტახებული „ლაგუნა ვერეს“ კადრებს და გვაჯერებენ, რომ ინფრასტრუქტურა მიზანმიმართულად გაჩანაგდა. არადა თითქოს 2015 წლიდან არც თუ ბევრი დროა გასული იმისთვის, რომ საზოგადოებას არ ახსოვდეს, რამხელა ზარალი მიაყენა 13 ივნისს მოვარდილმა წყალმა და ნაშალმა მიწამ „ლაგუნა ვერეს“. აღარაფერს ვამბობ იმ პოლიტიკოსების და ე.წ ექსპერტების განცხადებებზე, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს ყიდდა და ასხვისებდა, მათ შორის „ლაგუნა ვერეს““ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები