29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არის თქვენი ევროპული გზა? ნაციონალებთან და რადიკალებთან დგომა? – აი, ამას ჰქვია ქვეყნის მტრობაც და დაღუპვისკენ სწრაფვაც

აკი, ევროკავშირი არის ჩვენი გზა და 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიო, აკი, კანონი გვიშლის ხელს ევროკავშირში შესავლელადო? და რა ხდება, ცნობილები თუ უცნობები ვის უკრავთ ამჟამად ტაშს, იმ ხალხს ხომ არა, გუშინ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ აქციიდან ცოცხალ-მკვდრები თუ გამოასწრებდით! – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარე აქციას.

ნიკოლეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაიწვია კანონი, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა, თუმცა, დღეს, ახალგაზრდების პროტესტის სათავეში უკვე რადიკალური ოპოზიცია მოექცა. მისივე განცხადებით, რადიკალებთან დგომა ქვეყნის მტრობის ტოლფასია.

„ეწინააღმდეგებოდით კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და გაიწვია „ქართულმა ოცნებამ“, რუსულია იძახოდით, და ნახევარზე მეტს წაკითხულიც არ ჰქონდა! გრანტიჭამიებმა ერთი ამბავი ატეხეს არიქა ფულს გვართმევენო…ახლა რატომ მოექცნენ ყვარყვარესავით რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ახალგაზრდების პროტესტს სათავეში? რას ითხოვთ, რევოლუციას? ჩავარდა! მთავრობის გადადგომას? არ გამოგივათ! აკი, ევროკავშირი არის ჩვენი გზა და 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიო, აკი, კანონი გვიშლის ხელს ევროკავშირში შესავლელადო? და რა ხდება ცნობილები თუ უცნობები ვის უკრავთ ამჟამად ტაშს, იმ ხალხს ხომ არა, გუშინ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ აქციიდან ცოცხალ-მკვდრები თუ გამოასწრებდით! ეს არის თქვენი ევროპული გზა? ნაციონალებთან და რადიკალებთან დგომა? აი, ამას ჰქვია ქვეყნის მტრობაც და დაღუპვისკენ სწრაფვაც. სააკაშვილი როგორ მოგენატრათ, დედამიწის ზურგზე ყველაზე უღირსი პატიმარი, რომელსაც დედა ყოველდღე ნახულობს?! სხვა პატიმრების მაინც არ გრცხვენიათ?! თავის ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, რუსებზე ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამჩუქებელი?!“ -წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები