ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მონაცემების მიხედვით, ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა. „357 406 დოლარი მხოლოდ ყალბ სამედიცინო დასკვნაში„- წერს ნიკოლეიშვილი.