29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

კელი დეგნანი ამერიკული კანონის თარგმანზე – ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს

ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს, არ მიიღონ ეს კანონი.

„მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რა არის საქართველოს ინტერესებში. ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს, არ მიიღონ ეს კანონი. ეს ინიციატივა შეაფერხებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს და საერთო მიზნებზე მუშაობენ, მიზნებზე, რომელიც უსაფრთხო მომავალს ემსახურება. ეს საქართველოს არ სჭირდება. მაინტერესებს, ეს რატომ ხდება? რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები