1 ოქტომბერი, კვირა, 2023
1 ოქტომბერი, კვირა, 2023

კახა კახიშვილი: კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ რეგულაციაზე, რომ პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები, სუს-ის თანამშრომლები, პროკურორები დაცული იყვნენ „ბულინგისაგან“

„მინდა აღვნიშნო ის თავმდაბლობა, რაც გამოიჩინა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელმა, რომელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული ქვეყანაში. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სულ სხვანაირია ამ სამინისტროს ხელმძღვანელობა და სამინისტროს თანამშრომლებიც სულ სხვანაირები გახდნენ. ხალხზე ორიენტირებულები, თავმდაბლები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, როდესაც ძალოვანი უწყება იღებს გეზს ადამიანობისკენ, უფლებების დაცვისკენ, ეს მისასალმებელია.

 „აღსანიშნავია, რომ აქ მარტო პოლიციელი კი არ მუშაობს, აქ მინისტრიც მუშაობს, მოადგილეებიც მუშაობენ იმაზე მეტს რაც ეკუთვნით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ჩვენ და ჩვენი ქვეყნის სტუმრებმა თავი  მშვიდად ვიგრძნოთ.

ვიცი რომ მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ეტაპობრივად ყველაფერს აკეთებენ პოლიციელებისთვის სოციალური პაკეტების გაუმჯობესებისთვის,  მაგრამ ამავდროულად ჩვენ, კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ რეგულაციაზე, რომ პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები, სუს-ის თანამშრომლები, პროკურორები იყვნენ დაცული ბულინგისაგან რაც დამანგრეველია ადამიანისთვის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – სალომე...