25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

კახა გოგოლაშვილი: მიტინგის ორგანიზატორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება და აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და არ მისცენ არავის საშუალება, რომ შეკრება ძალადობრივ აქტში გადაიზარდოს

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მსვლელობას აფასებს.

მისი თქმით, აქციის რამდენიმე მონაწილე სპეცრაზმის პროვოცირებას ცდილობს, რაც მიტინგის ორგანიზატორებმა უნდა აღკვეთონ. ძალადობრივ პროცესებში გადასვლის შემთხვევაში, გოგოლაშვილის შეფასებით, აქცია დასარბევად არის განწირული.

„ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის შესასვლელთან რამდენიმე მომიტინგე ცდილობს სპეცნაზის პროვოცირებას. არა მგონია ეს კარგი აზრი იყოს. მიტინგის ორგანიზატორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება და აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და არ მისცენ არავის საშუალება, რომ შეკრება ძალადობრივ აქტში გადაიზარდოს. პარლამენტში შევარდნა არაფრის მომცემია. პროტესტი მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნა იყოს გამოხატული. სხვა შემთხვევაში ის განწირულია დასარბევად.“ – წერს კახა გოგოლაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...