29 მაისი, ორშაბათი, 2023
29 მაისი, ორშაბათი, 2023

კახა ბექაური: 9 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ მაუწყებლები კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მაუწყებლებთან 9 წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან, მაუწყებლები ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფორმებს ავსებენ. ბექაურის თქმით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის სარჩელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

ComCom-ის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ სრულ შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და აღნიშნა, რომ 2013 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანია, საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდეს ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ კი იმაზე, თუ რამდენად ახდენს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას კომერციული დაფინანსების წყარო.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი, წლების განმავლობაში არ ასრულებდა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდათ გასაჩივრებული, თუმცა, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ მაუწყებლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები