1 ოქტომბერი, კვირა, 2023
1 ოქტომბერი, კვირა, 2023

ირაკლი ჩიქოვანი დეპუტატების პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაზე – ბოლშევიზმის პრაქტიკული გამოვლინებაა, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებს, ველოდები არასამთავრობოების და უფლებადამცველების შეფასებას

აბსოლუტურად მიუღებელი და ბოლშევიზმის პრაქტიკული გამოვლინება – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი დეპუტატების პირადი ინფორმაციის სოციალური ქსელით გასაჯაროებას.

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და თანამედროვე საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს. მე გულწრფელად ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციების და უფლებადამცველების პოზიციას, მაინტერესებს, როგორ შეაფასებენ – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ იცვლება, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, მათი ოპერირების ერთადერთი საშუალება ძალადობაა.

„ჩვენ, დეპუტატები ვართ საჯარო პირები, შეჩვეული ვართ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენს მიმართ ბრალდებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან ამ კამპანიების სამიზნეები, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და პრაქტიკული გამოვლინება ბოლშევიზმისა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იცვლება, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, ერთადერთი მათი ოპერირების საშუალება არის ძალადობა“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – სალომე...