1 აპრილი, შაბათი, 2023
1 აპრილი, შაბათი, 2023

ირაკლი ლატარია: ახლა მაქვს კითხვა, ევროპარლამენტიც რუსულ კანონს იღებს, თუ მანდ უფრო ჩრდილო კორეაზე გაქვთ ეჭვი

ამდენი დღეა ვიხვეწები, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის პრობლემა შენი შემოსავალი სადმე აღრიცხო? როდესაც გაქვს შპს, მაშინ ხომ ყველანაირი შემოსავალიც და ხარჯით ბუღალტრულად გატარებული გაქვს და ,,ენჯეო” რაიმე ხელშეუხებლობას ნიშნავს? – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მიზანმიმართულმა მესიჯმა – „ რუსული კანონი“, იმუშავა და საკმაოდ ობიექტურად გააბრაზა ის ადამიანები, ვისაც კანონპროექტებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. როგორც ლატარია აღნიშნავს, უკვე საზოგადოებამ გაიგო, თუ რას გულისმობს ინიცირებული კანონპროექტები, ამას ადასტურებს ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგის მიღების ინიციატივაც.

„მე, ისედაც კარგად ვიცოდი, რომ ,,ხალხის ძალის” კანონპროექტი სადაურიც იყო და რაზეც არის საუბარი, მაგრამ არ შემიძლია ,,ნაციონალურ მოძრაობას” არ შევუფასო მიზანმიმართული მესიჯები _ ,,რუსული კანონი”, რომელმაც ნამდვილად იმუშავა და საკმაოდ ობიექტურად გააბრაზა ესა თუ ის ადამიანი (არ ქონდათ ზუსტი ინფორმაცია).. .. მართალია მესიჯმა იმუშავა, მაგრამ რამდენი ხნით? რა თქმა უნდა რამდენიმე დღით , რადგანაც უკვე თითქმის ყველამ გაიგო თუ რაში იყო საქმე და თუ ვინ აწყობდა ამ გაუგებარ, თითითან გამოწოვილ აურზაურს …

ახლა მაქვს კითხვა, ევროპარლამენტიც რუსულ კანონს იღებს, თუ მანდ უფრო ჩრდილო კორეაზე გაქვთ ეჭვი?

ამდენი დღეა ვიხვეწები, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის პრობლემა შენი შემოსავალი სადმე აღრიცხო? როდესაც გაქვს შპს, მაშინ ხომ ყველანაირი შემოსავალიც და ხარჯით ბუღალტრულად გატარებული გაქვს და ,,ენ ჯე ო” რაიმე ხელშეუხებლობას ნიშნავს?

გთხოვთ, მეგობრებო, ნუ აყვებით ნაცების მესიჯებს, გაეცანით ყველაფერს, კარგად გაიაზრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იბრძოლეთ!

ჩვენი მომავალი რომ ევროპაა, ეგ არის შეუქცევადი პროცესი და ნუ მისცემთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, თქვენს ემოციებზე თამაშის უფლებას…“ – წერს ლატარია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები