7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

ირაკლი კობახიძე: 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ეს იყო ერთგვარი სანქცია საქართველოს მიმართ. მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ეთნიკურად ქართველი და თუ ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

„მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი და რა თქმა უნდა მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში, სერგეი ლავროვისთვის „ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია. „2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. ჩვენ გვესმის, რომ აქაც არის ისტერიკა იმ ადამიანების მხრიდან, გავიხსენოთ ცნობილი „ტროიკა“ ხოშტარია, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერი არ არის, მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერს რუსულზე აჟრიალებს ამ ადამიანს და იქ არ გააჟრიალა მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს საკუთარ ბინას და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვერ რუს სამხედროებს ეს ყოფილა კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და კიდევ უფრო მძიმე რამ რასაც ჩვენ ვაკვირდებით. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მისასალმებელი.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები