2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯო მასზე

კეზერაშვილის სახე არის ხაბეიშვილი, ხაბეიშვილს ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ, შეუძლებელია, რაღაცეები არ კეთდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა. მისი თქმით, მარტო საქართველოში სააკაშვილის ოჯახის მიერ დაგროვილი ნაძარცვი ქონება დაახლოებით 170 მილიონს შეადგენს.

„კეზერაშვილის სახე არის ხაბეიშვილი, ხაბეიშვილს ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ, შეუძლებელია. რაღაცეები არ კეთდება. ხაბეიშვილი ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯო მასზე. მილიონებს ხარჯავენ ისინი, ბევრად მეტი აქვთ მოპარული. დღეს გვქონდა საუბარი, სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში რაც აქვს დაგროვილი უძრავი, ნაძარცვი ქონება მისი ღირებულება, რაც ზუსტად ვიცით, დაახლოებით 170 მილიონს შეადგენს. ახლა „ფარას“ კონტრაქტში ამოვარდა უძრავი ქონება, არაერთი, 7 ობიექტია, ზუსტად რომ ვთქვათ, რომელიც დაფიქსირდა აშშ-ში სააკაშვილის ოჯახის სახელზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები