30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან გადადგმული აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იყო არამარტო სწორი, არამედ უალტერნატივოც და ამან მოგვცა ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნების საშუალება

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის 2 წელი შეაფასა. უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრაზე საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო გუნდთან ერთად ამ გამოწვევასთან გამკლავება ღირსეულად შეძლო.

„მე ვიტყოდი, რომ გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იყო არამარტო სწორი, არამედ უალტერნატივოც. ამან მოგვცა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნების საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი მცდელობა არეულობის შემოტანის, მშვიდობის დარღვევის, საბოლოო ჯამში მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მუდმივი პოლიტიკური ბრძოლების მიუხედავად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკურად წაიწიოს წინ და ამის შედეგია, რომ ზედიზედ 2 წელია საქართველოში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები