6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

ირაკლი კობახიძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები