29 მაისი, ორშაბათი, 2023
29 მაისი, ორშაბათი, 2023

ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ელჩმა საქართველოსადმი სამომავლო მხარდაჭერა დაადასტურა.

ირაკლი კობახიძემ იმამურა აკირას მადლობა გადაუხადა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გაწეული სამსახურისთვის.

იაპონიის ელჩს საქართველოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები