28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე, FARA-ს კანონის საფუძველზე დეკლარაციაში ამოვარდა, რომ აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი

სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე, ახლა ამოვარდა FARA-ს კანონის საფუძველზე დეკლარაციაში, რომ აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და ასეთი ოჯახისგან არც ისაა გასაკვირი, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები.
„გასაგებია, რომ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში, იმიტომ რომ ეს არის მისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ მისმა პატრონებმა მუდმივად ისაუბრონ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მისივე ოჯახი ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ელემენტარულად წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს საქმე. ზოგადად ეს არის კორუმპირებული ოჯახი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობებში.
სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ახლა ამოვარდა FARA-ს კანონის საფუძველზე დეკლარაციაში, რომ აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები. ეს კატასტროფაა და მეტყველებს იმაზე, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები