28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ – ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია

პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას.

„პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი სხვა მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოს პარლამენტში, ამიტომ, სხვისი უცხო ენების ცოდნა მათი გადასამოწმებელი არ არის. ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, რაც უბრალოდ, სირცხვილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები