31 მაისი, ოთხშაბათი, 2023
31 მაისი, ოთხშაბათი, 2023

ილია დარჩიაშვილი: ჩემი ბოლო ვიზიტისას ბრიუსელში მივიღეთ კონკრეტული სიგნალები, რომ საქართველოს პროგრესი შესამჩნევია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის

ემი ბოლო ვიზიტისას ბრიუსელში მივიღეთ კონკრეტული სიგნალები, რომ საქართველოს პროგრესი შესამჩნევია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, და ესეც აძლიერებს ოპტიმიზმს ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ოპტიმიზმი გამომდინარეობს იმ ნაბიჯებიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და რა ხელშესახები შედეგები მიიღო ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს ოპტიმიზმი ჩვენი მხრიდან ყოველდღიური მუხლჩაუხრელი და უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველა საჯარო მოხელეს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის, რადგან დოკუმენტები, რომელიც საქართველოში მზადდება და ბრიუსელში იგზავნება, არის მაღალი ხარისხის. ეს ოპტიმიზმი ასევე გამოწვეულია იმ კოორდინაციით რომელიც გვაქვს ორმხრივ ფორმატში, ძალიან ახლო კომუნიკაციით როგორც ბრიუსელთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური დღის წესრიგი, საქართველოში ჩამოდის ძალიან ბევრი სტუმარი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე გვაქვს შედეგზე ორიენტირებული გასვლითი ვიზიტები. ჩემი ბოლო ვიზიტისას ბრიუსელში მივიღეთ კონკრეტული სიგნალები, რომ საქართველოს პროგრესი შესამჩნევია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, და ესეც აძლიერებს ოპტიმიზმს ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვექნება შუალედური ზეპირი მოსმენა, სადაც იქნება ევროკავშირის მხრიდან ზეპირი შეფასება როგორც საქართველოს, ასევე გაფართოების პაკეტში მყოფი სხვა ქვეყნების მიმართ. ამის შემდეგ ველოდებით ოქტომბერში ევროკომისიის დასკვნას, რომელიც მომზადდება და გადაეცემა ევროკავშირის საბჭოს. საბოლოოდ ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები