29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

თენგიზ გოგოტიშვილი აგვისტოს ომზე: 2008 წელს დაიკარგა მხოლოდ ტერიტორიების 3 პროცენტი

“ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 93 წელს დაიკარგა ტერიტორიების 17 პროცენტი და 2008 წელს დაიკარგა მხოლოდ 3 პროცენტი,”- ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, თენგო გოგოტიშვილმა განაცხადა.

გოგოტიშვილმა აგვისტოს ომზე საუბრისას აღნიშნა, ის რომ რუსეთი პირდაპირ არ მონაწილეობდა და უბრალოდ მხარს უჭერდა სეპარატისტებს არის ჩვეულებრივი ტყუილი იმის გასამართლებლად, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი.

“იმაზე, რომ რუსეთი პირდაპირ არ მონაწილეობდა და უბრალოდ მხარს უჭერდა სეპარატისტებს არის ჩვეულებრივი ტყუილი იმის გასამართლებლად, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა სხვა ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილმა, რომელზეც ძალიან ბევრი ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე 3 პროცენტი დაიკარგა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რაც დაიწყო ე.წ. ბორდერიზაცია, რომელზეც “ქართულ ოცნებას” მაინც და მაინც საუბარი არ უყვარს.”- განაცხადა თენგო გოგოტიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები