2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

„თბილისი პრაიდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“, ISFED-ი – ვინ ეწინააღმდეგებოდა ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევას და რა განცხადებას ავრცელებს NGO-ების ნაწილი

ორგანიზაციები „თბილისი პრაიდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, „საფარი“, ISFED-ი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას განცხადებით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას. ეს პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას.

გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტს წარუდგინეს დეტალური ხედვა და საჯაროდ უპასუხეს დეპუტატებისა თუ დაინტერესებული ჯგუფების შეკითხვებს. ამ კანდიდატების დაუსაბუთებლად უკუგდება, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე – გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.

მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო რუსული კანონპროექტები, რაც ცხადად გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოების დაყოფას იწვევს, მიგვაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს ამ კანონპროექტის მიღების ხელშეშლა, ხოლო სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიის მცველები (DemDef)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
მწვანე ალტერნატივა (Green Alternative)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
უფლებები საქართველო (Rights Georgia)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sovlab)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
საფარი (Sapari)
თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)
ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები