25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

თამთა მეგრელიშვილი: ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებზე პოლიტიკური კურთხევა გიული ალასანიამ უკვე გასცა

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გიული ალასანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ “ყველანაირი ფორმა მისაღებია” , სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გიული ალასანია მზადაა მიხეილ სააკაშვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ჩაერთოს. მეგრელიშვილი გიული ალასანიას ახსენებს, რომ ამგვარი მოწოდებები ისჯება ქართული კანონმდებლობით.

 

“ყოფილი ნაპრეზიდენტალის პოლიტიკურ ისტერიკებს “ნაციონალური მოძრაობის” ამ ძალადობისაკენ მიდრეკილი ექსტრემისტების საყოველთაო აგრესიული ტონალობა ერთვის თან. ეს პათოლოგიური საზოგადოება ინტელექტუალური რეგრესის პირობებში ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებზე გადავიდა. პოლიტიკური კურთხევა დედა დედოფალმა, გიული ალასანიამ უკვე გასცა – ის მზადაა მიხეილ სააკაშვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ჩაერთოს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, როგორებიცაა: სამოქალაქო დაპირისპირება, რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება, მასობრივი სისხლის ღვრა. “დიახ, ყველანაირი ფორმა მისაღებია” – გიული ალასანია! მინაწერი: ქალბატონო გიული, შეგახსენებთ, რომ თქვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ამგვარი მოწოდებები გნებავთ ინიციატივები ისჯება ქართული კანონმდებლობით. შეეგუეთ, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან თქვენი ნაპრეზიდენტალი შვილის პოლიტიკური ისტერიკები უადგილო და უპერსპექტივოა. თქვენ წარმოიდგინეთ და კანონთან თქვენი პათოლოგიური მიდგომები დასჯადია!”- წერს მეგრელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...