29 მაისი, ორშაბათი, 2023
29 მაისი, ორშაბათი, 2023

ზურაბ ქადაგიძე წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებაზე: კახა კალაძე მიაწექი ბოლომდე და გაალამაზე თბილისი

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნინა კობახიძის „ფეისბუქ“ სტატუსს აზიარებს, სადაც ის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ქადაგიძე წერს, სამარცხვინოა, როდესაც აყვები ფაშისტურ – ლიბერალურ ბაბლს და იწყებ ლანძღვას უსაბუთოდ და უმისამართოდ.

„სამარცხვინოა, როდესაც აყვები ფაშისტურ – ლიბერალურ ბაბლს და იწყებ ლანძღვას და კრიტიკას უსაბუთოდ და უმისამართოდ. ადამიანი აკეთებს გზას, არემონტებს, ცუდს გარდაქმნის კარგად, გაფუჭებულს აკეთებს…

როგორ შეიძლება ამხელა ღვარძლი და ნეგატივი დააფრქვიო, როცა ზუსტად იცი, რომ დისკომფორტი ემსახურება განახლებას?

Kakha Kaladze კახა კალაძე მიაწექი ბოლომდე და გაალამაზე თბილისი!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები