25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

ზურაბ ქადაგიძე შოთა არველაძეს: უნდა მიხვდე, რომ შენი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ძალიან ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

„უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გამოხმაურებაზე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანზე, რუსულ ნარატივში გაიყვანე შენცო, ვინც არ უნდა გთხოვოს და ვინც არ უნდა დაგაჯეროს, მაინც არ უნდა გააკეთო ადამიანმა.

„ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანზე, რუსულ ნარატივში გაიყვანე შენცო, ვინც არ უნდა გთხოვოს და ვინც არ უნდა დაგაჯეროს, მაინც არ უნდა გააკეთო ადამიანმა.

უნდა მიხვდე, რომ შენი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ძალიან ბინძურად გამოყენებას ცდილობენ!

და ცოტა მაინც უნდა გეუხერხულებოდეს, რომ დადებისთანავე, პირველივე წამებიდან ნაცების ყველა ჯგუფში ვარდება შენი პოსტი დასალაიქებლად და გასაშეარებლად! პირველივე წამებიდან!!! რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებული პოსტია, იციან წინასწარ რა და როდის უნდა დადო…

უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...