29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე

საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი “პეტრუშკა” უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს. – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.

„ესღა გვაკლდა რაა… მოკლედ ცალკე ამ ბოროტი კლოუნის “სიკვდილ-სიცოცხლის” აბსურდს უნდა უყურო და ცალკე მის მრავალფეროვან პირად ცხოვრებას… “დოქტორ დოტი” აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას და მიშას უფასო მასაჟები უნდა გავუკეთოოო… საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი “პეტრუშკა” უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს. კიდე 5 წელი მოუწევს და შეგიძლია შეეგუო! არჟნიან პელმენებს შეგატანინებენ…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საქართველოს დროშა სისხლიანი მოეჩვენა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები