2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ზურაბ ქადაგიძე: ბინძური პროვოკატორების გასაგონად, მატარებლების შესყიდვის ყველა პროცედურა შეთანხმებულია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, არ გამოგივათ ამ თემიდან პრიმიტიული სკანდალის აგორება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მეტროს ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ვაგონების შესყიდვა წარმოებს ტენდერის საფუძველზე, ფულს იხდის ევროპის ბანკი და ტენდერში მონაწილეობს ყველა, ვინც არ არის სანქცირებული და ვისაც აქვს ამის სურვილი. „ბინძური პროვოკატორების გასაგონად ! ფული, რომელსაც ახალი მატარებლების შეძენაში იქნება გადახდილი, ეკუთვნის EBRD – ს. ანუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს!!! ვაგონების შესყიდვა წარმოებს ტენდერის საფუძველზე, ფულს იხდის ევეოპის ბანკი და ტენდერში მონაწილეობს ყველა, ვინც არ არის სანქცირებული და ვისაც აქვს ამის სურვილი. მატარებლების შესყიდვის ყველა პროცედურა შეთანხმებულია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან!!! ყველაფერი არის ღია, გამჭირვალე და შეთანხმებული პარტნიორებთან. არ გამოგივათ ამ თემიდან პრიმიტიული სკანდალის აგორება!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები