25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ხმის და პოდოლიაკის “გასაუბრება” არაფერია, თუ არა სიყალბის და ტყუილების ტირაჟირება

„უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს უკრაინელი ხალხი.

„ჯერ იყო და ირაკლი კობახიძეს თავს დაესხნენ ქართველი რადიკალი გიენები, მაგრამ ნახეს რა, რომ არაფერი გამოუვიდათ, დასახმარებლად უკრაინელ უსამშობლოებს უხმეს. ამერიკის ხმის და პოდოლიაკის “გასაუბრება” არაფერია, თუ არა სიყალბის და ტყუილების ტირაჟირება. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს. ცალკე უბედურებაა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს და დარდობდეს, საკუთარ ხალზე ზრუნვაში ათენებდეს და აღამებდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით და ჟურნალისტებთან პოზირებით არის დაკავებული. ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს უკრაინელი ხალხი, ჯერ სად ხართ…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...