29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

“ზვიადს ცოლი ჩაუნერგა “კაგებემ”, ზვიადის ისტორია მეორდება!”- მაია ორჯონიკიძე ეკა ხერხეულიძეს მიხეილ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” წევრი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახლო მეგობარი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ვრცელ “პოსტს” აქვეყნებს, რომელსაც  “სქრინების” სახით ურთავს “ნაციონალრი მოძრაობის” ყოფილი წევრის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის, მაია ორჯონიკიძის კომენტარებს:
აი,რაზე მინდა დაგელაპარაკოთ…
“ამ ქვეყანას მლიქვნელი და ლაჩარი კი არ უკვირს, მაგრამ ის კი ნამდვილად მაკვირვებს, ასეთი რა უნდა დამემართოს, რომ სიმართლის თქმის შემეშინდეს.
ამ ბინძური დედაკაცის ღვარძლის ნიაღვარს ვხედავდე ჩემი მეგობრის მისამართით და გვერდი ავუარო…
ახლა გადავხედე საერთო მეგობრებს და მე შემრცხვა თქვენს ნაცვლად. საქმე ჩემში კი არაა, საქმე თქვენშია, თქვენ საცოდაობაშია. პირად ურთიერთობაში ჩემთან დამღლელ მლიქვნელობაში იხარჯებით და გამბედაობა არ გყოფნით სიცრუეს სიმართლე დაუპირისპიროთ.მ ე არ ვარ ადამიანი, რომელიც პრაგმატული მოსაზრებების გათვალისწინებით მორალურ კომპრომისზე წავა, არც ახლა ვაპირებ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც თქვენი სიდედლე იმსახურებს.
ახლა საქმე-როდესაც შუაში არ ყანყალებ და მკაფიო პოზიცია გაქვს, ცხადია, საწინააღმდეგო პოზიციის მქონე უკულტურო ადამიანები ისე გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს რა აღზრდაც აქვთ. ეს არ მიკვირს. არც ის მიკვირს პოზიციის დაფიქსირება რომ გევალება და პატრიარქის ფუნქციას ითავსებ, ნეიტრალურ შეფასებებს სიტყვებს უძებნი და სილაჩრე სასაცილოს გხდიდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ვინმეს შვილს ცილს სწანებდნენ, ამას ვხედავდე და ამ შემთხვევაშიც ლაჩარი ვიყო.
მე რომ ვინმეს არ მოვწონდე, რა გასაკვირია. ან, ჩემი აბსოლუტური სიყვარული რატო უნდა მეფობდეს, როდესაც ამბიცია მაქვს, რომ სინდისის კარნახით ვიცხოვრო, მაგრამ ყველა გაგებით და პარამეტრით ზნედაცემული მაია ორჯონიკიძის რამ შეგაშინათ?
ცხვრებივით რომ აყევით მის სტაჟიან ბინძურ ექოს, შინაარსი რატომ არ გაინტერესებთ? თუ უნარი არ გაქვთ თავად იაზროვნოთ?
როგორც დავით თარხან-მოურავი იტყოდა, დედის ხაზით სტაჟიანი მავნებელი, ჩემი ცხოვრების რევიზიას რომ ეწევა, ანტისახელმწიფოებრივი დამსახურებული მუშაკის ნაშიერი მე რომ მასწავლის როგორ უნდა მეცხოვრა და ვიცხოვრო, წარმოუდგენელ ბოდვებს რომ აზიარებს, თითქოს ვერ ხედავთ, თუ როგორაა თქვენი საქმე?
აქ შეგხვდებათ სქრინები,ს ადაც ადამიანები კი არა, ბრბო მსჯელობს არარსებულ ფაქტებზე და რაკი ყველა დაბრმავდით, თავად ვუპასუხებ:
  1. თითქოს მე გამრიცხეს სტუდენტური მოძრაობიდან და არ ვყოფილვარ სამეგრელოში აქციებზე.
  2. პასუხი-ეგ სტუდენტური მოძრაობა ჩემი დაარსებული იყო, მე ვხელმძღვანელობდი და შესაბამისად, ვერავინ გამრიცხავდა. ზუგდიდში აქციებზე არ გამოვჩენილვარ კი არა, იქ ვცხოვრობდი, თავად ვატარებდი აქციებს, სადაც წესით, სხვები უნდა გამოჩენილიყვნენ. ან,ტელევიზიაში როგორ უნდა მეცადა გამოვჩენილიყავი, სად იყო მაშინ ტელევიზია? ორჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა და ორჯერვე დამაპატიმრეს.
  3. მაია ორჯონიკიძის დედა, იზა ორჯონიკიძე, დიქტატორი გამსახურდიას გასამართლებას რომ ითხოვდა, მე მაშინ 6 პატიმრობა გამომატარა იმ სახელმწიფო საბჭომ, სადაც დედამისი შევარდნაძეს, ჯაბას და კიტოვანს ოსანას უმღეროდა. აქედან 6 თვე კგბ-ს იზოლატორში გავატარე 19 წლის ასაკში.
  4. ხერხეულიძემ იცოდა მიშას ჩამოსვლის შესახებ და ზარს არ პასუხობდა-ყველა გარეწარის გასაგონად-ვიცოდი კი არა, წარმოდგენა არ მქონდა ჩამოსვლის დროზე. ცალკე განსჯის საგანია ვინ იცოდა, რატო დატოვეს ადამიანი და რატო კვდება ახლა ტანჯვით ციხეში. პირიქით, ერთადერთი ვარ, ვინც მის ზარს უპასუხა მათ შორის, ვისაც დაუკავშირდა.
  5. “რატო დადის ხერხეულიძე მიშასთან ყველაზე ხშირად, თუ რაღაცაში არაა საქმე?” მიხეილ სააკაშვილთან შესვლა – არ შესვლას არ წყვეტს არავინ, თავად მიხეილ სააკაშვილის გარდა.
  6. ასლან აბაშიძის მეგობარი – ისე წარიმართოს მაია ორჯონიკიძის ზნედაცემული ცხოვრების ხანგრძლივობა, როგორც მე არამცთუ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავს ასლან აბაშიძე. მწონდა ქსეკ” სტუდენტური კავშირი, სადაც ვთანამშრომლობდით გიორგი თარგამაძის თბილისის ორგანიზაციასთან.
  7. მთავარი,რამაც გადამაწყვეტინა ქუჩაში ამ სტატუსის დაწერა:
“ხერხეულიძის ნარკომანი შვილები”
ხომ ვერ მიმითითებთ, ჩემი რომელი შვილია ნარკომანი? ათასი სიბინძურე რომ გავატარო, ამის მთქმელს ენას ამოგაძრობთ! კი, სწორად წაიკითხეთ, გემუქრებით!
და ბოლოს, სიცოცხლის ბოლომდე გამოუცნობი დარჩემა ჩემთვის დაუნახავი, უმადური ადამიანების ქცევა. გაგიკვირდებათ და, ეს დედაკაცი, როგორც
გაუბედურებული დედა, მე და გიგა ბოკერიას ძალისხმევით გათავისუფლდა ყველაზე დიდი დარდისგან.
მეტს აღარაფერს დავწერ, სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატანალი რომ ჰქონდეს.” – წერს ეკა ხერხეულიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. 

ავტორი:

ბოლო სიახლეები