2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ზაალ ანჯაფარიძე ნინო ლომჯარიაზე – ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის “ჩემპიონად” მონათლა, ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის

აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოებას.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის “ჩემპიონად” მონათლა.
„აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული. ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის “ჩემპიონად” მონათლა. ეს ხრიკი მეტნაკლებად მუშაობდა 10-15 წლის წინათ. ეხლა კი მგონია რომ ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც რაღაცეები ისწავლა, გაიაზრა და მსგავს ბრჭყვიალა სატყუარებს აღარ გადაყლაპავს“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები