25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

ზაალ ანჯაფარიძე: თსუ-ში ნინო ლომჯარიასთან შეხვდერაზე რამდენიმე სტუდენტმა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ გამოიჩინა, რასაც მათი ბულინგი და სუსის აგენტების იარლიყის მიკერება მოჰყვა

რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე რომლის თემაც იყო,კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა მათთვის არასასურველი კითხვა დასვა, რის გამოც, სტუდენტებს მოსთხოვეს ვინაობის დასახელება და ტელეფონის ნომრი.

„რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს.

მოკლედ, იმ შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა გამოავლინა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ და დასვა „არასაჭირო“ კითხვები, კერძოდ რა იყო ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ გამჭვირვალობაში და ა.შ. იქ იმათ თურმე დღე აყარეს! სანამ დარბაზს დაატოვებინებდნენ ჩეკისტურ სტილში დაუწყეს ბულინგი, მოსთხოვეს ვინაობის და ტელეფონის დასახელება, უწოდეს სუს-ს აგენტები, ნასედკები და ა.შ.

როგორც ჩანს, ცნობილი ლოზუნგი „ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“ ყველამ თავის თარგზე მოჭრა.“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...