5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023
5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023

ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძეზე: ოცნების დამარცხებაზე საუბრობს 1%-იანი პოლიტიკანი, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებზე ნიგერიელმა ოგბუნჯუმაც კი გაასწრო

არ მიყვარს ჟარგონები, მაგრამ შექმნილ სიტუაციას უხდება. მართლა „ფინთი გოიმივით“ ავარდა ოპოზიცია IRI-ს მიერ სამოწყალოდ თუ მაშველ რგოლად გადმოგდებულ ე.წ. გამოკითხვაზე – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას „ ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, ოცნება დამანგრევლად დამარცხდებოდა“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეუძლებელია სერიოზულად მივიღოთ, 100% მიკერძოებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “გამოკითხვა.

„არ მიყვარს ჟარგონები, მაგრამ შექმნილ სიტუაციას უხდება. მართლა „ფინთი გოიმივით“ ავარდა ოპოზიცია IRI-ს მიერ სამოწყალოდ თუ მაშველ რგოლად გადმოგდებულ ე.წ. გამოკითხვაზე. აი მაგალითად, 1%-იანი პოლიტიკანი, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებზე ნიგერიელმა კანდიდატმა ოგბუნჯუმაც კი გაასწრო.
ისე, როგორ შეიძლება სერიოზულად მიიღო არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე, თანაც 100% მიკერძოებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “გამოკითხვა”. – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები