6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

ზაალ ანჯაფარიძე: გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა

„მოვიდა ჩვენთანაც ის მოვლენა, რაც ძლიერი, განვითარებული, დაპურებულ-დალხინებული დასავლური სამყაროს ცხოვრების ნაწილია,“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნავს, ეს დევიანტური ქცევა, რომელმაც ასეთი ტრაგედია დაატრიალა, უკვე ჩვენც გვეწვია. „აჰა, მოვიდა ჩვენთანაც ის მოვლენა, რაც ძლიერი, განვითარებული, დაპურებულ-დალხინებული დასავლური სამყაროს ცხოვრების ნაწილია. რამდენჯერ დაგვიწერია რომ ევროპაში თუ ამერიკაში შეიარაღებულმა მავანმა ამდენი და ამდენი მოკლა. და ეხლა ეს დევიანტური ქცევა, რომელმაც ასეთი ტრაგედია დაატრიალა, უკვე ჩვენც გვეწვია. და როგორც ადრე, დაბარებულივით, კუბოს გვირგვინივით გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა, და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა გამოძიებამ სასწრაფოს უნდა დაადგინოს ყველაფერი და განსაკუთრებით ის, რომ უკვე პირველი შემთხვევა არაა როდესაც სამსახურიდან წასულ სპეცრაზმელებს იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩნდებათ ხოლმე. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს!“- წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები