6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

ვლადიმერ ბოჟაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დადგინდა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ვინმეს განზრახ მოეკლა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია, მუდმივად ცდილობდა ამ ტრაგედიით მანიპულირებას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას. “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის არის, რადგან დადგინდა რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება მის სიკვდილზე სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია, მუდმივად ცდილობდა ამ ტრაგედიით მანიპულირებას, პოლიტიკური ქულების დაწერას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას. ახლა სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა. ამის შემდეგ, იმედია, მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გაძლებას ვუსურვებ.”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები