29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ვახტანგ გომელაური – უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს, როდესაც ვეუბნებით აიყვანონ, გვპასუხობენ: „დაზღვეული გვაქვს და პრობლემა არ გვაქვს“, მერე შსს-ს პრობლემა ხდება – ალბათ, ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს

სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს. როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ: „ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს“, თუმცა მერე შსს-ს პრობლემა ხდება , – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა.

გომელაურმა აღნიშნულით უპასუხა დეპუტატ კახა კახიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმად, ბანკებს დაცვა არ ჰყავთ და ამ მხრივ, დაცვის სავალდებულოდ აყვანაზე ხომ არ იფიქრებდნენ.

„გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა. არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, თუნდაც ოპოზიციური არხებიდან, რომ „ბანკებთან დგანან პოლიციელები, რა ხდება, ახალი მოიგონეთ?“. სხვათა შორის ახალი არ მოგვიგონია, ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის. პერიოდულად ხდება ბანკებთან პატრულირების მეტად გაძლიერება. ეს ჩემი მოგონილი არ არის, წლებია ასე ხდება და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს. არ დავასახელებ, ერთ-ერთი ბანკის რამდენიმე ფილიალს ჰყავს. უმეტეს შემთხვევაში დაცვა არავის ჰყავს. როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, მერე ჩვენი, შსს-ს პრობლემა ხდება. „ყაჩაღობა მოხდა, მძევლად აიყვანა, სად წაიღო ფული, აბა რა ქენით“ – რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის და ალბათ, ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს. რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, – განაცხადა გომელაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები