2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ვატო შაქარიშვილი სააკაშვილის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: ყველაფერს იყიდი ფულით – ნობელიანტი ექიმის დასკვნას, ევროპარლამენტის რეზოლუციას, “ნიუ იორკ თაიმსის” პირველ გვერდს, კონგრესმენის ტვიტს და ა.შ.

ცივილიზებული სამყარო და ისტორიის სწორი მხარე კი არა – ქარვასლაა! ყველაფერს იყიდი ფულით – ნობელიანტი ექიმის დასკვნას, ევროპარლამენტის რეზოლუციას, “ნიუ იორკ თაიმსის” პირველ გვერდს, კონგრესმენის ტვიტს და ა.შ. – ასე ეხმაურება მოძრაობა „აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებში ასახული მილიონი დოლარი, რომელიც იურიდიულმა კომპანიამ „Akerman LLP“ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ლობირებისთვის მიიღო, უდიდესი რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მისივე განცხადებით, „სააკაშვილის პატრონები“ ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობენ პატიმრობიდან მის გათავისუფლებას, ხოლო კონტრაქტი, რომლის გაფორმებაშიც ქართველი ხალხისთვის წართმეული ფულია გადახდილი, ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას ემსახურება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები