7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

ეფრემ მიხაილი – უკრაინა არ დაიცავს საქართველოს, როცა მას დასჭირდება

რუსეთ-უკრაინის ომზე და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე მხარე.ჯი საქართველოში დაბადებულ ებრაელ სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერტს,  ისრაელის არმიის პოლკოვნიკს (რეზერვში) და ისრაელის ყოფილ სამხედრო ატაშეს მოსკოვში, ეფრემ მიხაილს ესაუბრა:

-რუსეთ-უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოში გამოიწვია შეუქცევადი ცვლილებები. რა პროცესთან გვაქვს საქმე და არის თუ არა ეს უკვე მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი?

– დღეს სახეზეა ორი ჰეგემონის შეჯახება. ერთი არის ანგლოსაქსური ჰეგემონია, მეორე კი აღმოსავლური ბლოკი, რომლებიც იბრძვიან გავლენებისთვის. ანუ, ერთ მხარეს არის აშშ, რომელიც ევროპის გარდა აკონტროლებს ავტრალიას, კანადას, კიდევ სხვა პატარა ქვეყნებს, ისეთებს, როგორებიცაა მაგალთად, ისრაელი და საქართველო. მეორე მხრივ აღმოსავლეთის ჰორიზონტზე გამოჩნდა ჩინეთი, რომელიც ამ დიდ შეჯახებას ელოდება მთელი 30 წელია, თუმცა სიფრთხილით გამოირჩევა და თავისზე წინ უშვებს იმ ქვეყანას, რომელიც სულსწრაფია და ფაქტობრივად ჩინეთის საქმეს აკეთებს. ეს არის რუსეთი.

მას შემდეგ, რაც NATO შეიქნა, ამ კავშრის წევრი ევროპის ქვეყნები ეკონომიკურად განვითარდნენ, იმიტომ რომ აღარ აქვთ ომი და სამხედრო ხარჯები.  მათ ყველას ამერიკა პატრონობს. ამ დროს, გამოდის პუტინი, რომელიც ამბიციური ლიდერია და ამბობს:  დამიბრუნეთ მე ის ძლიერი პოზიციები, რომელიც საბჭოთა კავშირში მქონდა“.  ამერიკა კი უკრაინას ეუბნება – „პუტინს არ გაატანინო თავისი“.

დღეს რას ვხედავთ:  რუსეთმა უკან დახევა არ იცის,  მაგრამ არ წინ წასვლა შეუძლია. ის სამხედრო ძალა, რომელიც ეგონა, რომ სპაცოპერაციისთვის საკმარისი იქნებოდა, საკმარისი სულაც არ აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გრძელი, 1200 კმ-იანი ფრონტი ისტორიას არ ახსოვს. ამ ფრონტზე 200 000 კაცი შეიყვანა პუტინმა (ანუ კილომეტრნახევარზე ადამიანნახევარი), მაგრამ რაც უფრო შევიდნენ სიღრმეში, უფრო გაჭირდა საკვების და სხვა საჭირო პროდუქტის შეტანა. როდემდე შეიძლება ტანკში ეძინოს ადამიანს? მას ეგონა 1 კვირაში გამარჯვებული წამოვიდოდა. მთელი წლის მანძლზე კი ჯარი დემორალიზდა. უკრაინაც არ იჩოქებს, იმიტომ, რომ ამერიკა ეუბნება: არ დაიჩოქოთ, თორემ ჩვენც დავიჩოქებთ.

– როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში?

– სწორია. საქართველომ უნდა გაატაროს ისეთივე პოლიტიკა, როგორსაც ატარებს ისრაელი. ისრაელს არ უნდა ჩაერიოს ამ ომში, უკრაინა არ დაიცავს საქართველოს, როცა დასჭრდება და არც მოქალაქეებს ან იარაღს გამოუგზავნის მას.

საქართველოს შეუძლია მაგალითი აიღოს ისრაელისგან. ებრაული მიდგომაა: მე ორივესთან კარგი ურთიერთობა მინდა და თუ თქვენ ერთმანეთთან წაიჩხუბებთ, არ დამაყენოთ არჩევანის წინაშე. უკრაინამაც უნდა გააცნობიეროს, რომ ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, არ არის სწორი და მიღებული მიდგომა მსოფლიოში. ისრაელსაც ბევრჯერ თხოვა უკრაინამ რაკეტების შემჩერებელი და ჩამომგდები ტექნიკა, რაც თავისთავად რუსეთის წინააღმეგ ომში ჩართვად აღიქმებოდა. ამიტომ ისრაელმა უკრაინას უპასუხა, რომ ჩვენ გიგზავნით სამხედრო ჰოსპიტალს,  დამცავ ჯავშნებს, მედიკამენტებს, საჭმელ-სასმელს, 25 ათასი ადამიანიც მივიღეთ უკრაინიდან, მაგრამ ჩვენ ჩვენ არ გვინდა ომში ჩართვა.

-ბაიდენმა რამდნეიმე დღის წინ თეთრ სახლში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტს. ადგილზე მოსულ ზელენსკის 3 წუთის მანძლზე მქუხარე ტაშს უკრავდნენ. რა ჟესტი იყო ეს, რა უთხრა ამით ამერიკამ უკრაინას?

– შეაგულიანა. ჩვენ შენთან ვართ, არ წაიქცე! უკრაინელებს აქვთ ერთი ძლიერი კოზირი: ისინი საკუთარ მიწას იცავენ.

-რატომ ფიქრობდა პუტინი, რომ 3 დღეში მაიღწევდა მიზანს?

– როდესაც დათვი ბატკანს დაეტაკება ან უნდა შეჭამოს ეს ბატკანი, ან ბატკანმა უნდა თხოვოს არ შემჭამოო. პუტინი ფიქრობდა, უკრაინა შეეხვეწებოდა, ოღონდ არ შემჭამო და შენი მონა-მორჩილი ვიქნებიო. მაგრამ ასე არ მოხდა. ამ კონფლიქტის დროს რუსეთმა იმდენი რაკეტა ისროლა, რომელსაც 22 წლის მანძილზე ვერ გამოუშვებს, ამიტომაც დღეს უკვე ბირთვული იარაღით იმუქრება, თუმცა ამერიკა არ არის დარწმუნებული, რომ ამას გააკეთებს.  რუსეთის მიზანი დღეს ის არის, რომ უენერგიოდ და უხორბლოდ დააჩოქოს ევროპა. დღეს რუსეთს მსოფლიოში ხორბლის მარაგის 50% რესურსი აქვს. 30% რესურსი აქვს უკრაინას. რუსეთმა ეს რესურსები რომ შეზღუდოს, შეუძლია მსოფლიო შიმშილი გამოიწვიოს.

– როგორ ხედავთ ამ კონფლიქტის დასასრულს?

-ერთხელ შევცდი, როდესაც ვთქვი, რომ უკრაინა უარს იტყოდა NATO-ში შესვლაზე და ამით ეს კონფლიქტი დასრულდებოდა, მაგრამ შევცდი. უკრაინა-რუსეთის ომმა დაამტკიცა, რომ მიმდინარეობს სხვა სახის ომი. მსოფლიო შეიცვალა. თუ ეს ზამათარი ისე გაიარა ევროპამ, რომ ხალხი არ აუჯანყდა, შესაძლოა ბაიდენმა და შოლცმა ეს გააცნობიერონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

-რა იქნება მოლაპარაკების საგანი?

– პუტინი არ არის ყირიმის დამტოვებული, იმიტომ რომ ეს უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური პრესტიჟის საკითხია. ჩემი აზრით მოლაპარაკების საგანი იქნება ის, რომ სადაც ხარ იმ ადგილზე გაჩერდი ან ცოტა დაიხიე, მაგრამ ყირიმთან სახმელეთო კორიდორი დაიტოვე. ან სულაც  გადი ტერიტორიიდან. შემდეგ საერთაშორისო ჯარებს ჩააყენებენ და ასე დალაგდება.

– თქვენი აზრით უკრაინა დათანხმდება, რომ რუსეთი სადაც ახლა დგას იქ დაფიქსირდეს გამყოფი ხაზი, თუნდაც რუსეთმა ოდნავ კიდევ დაიხიოს უკან?

– NATO-ს წესდებაში, სადაც მეხუთე მუხლში წერია, რომ თუ წევრ ქვეყანას ესხმის რომელიმე ქვეყანა თავს, NATO ვალდებულია ჩაერთოს ამ კონფლიქტში, ვკითხულობთ იმასაც, რომ თუ წევრობის მსურველ რომელიმე ქვეყანას კონფლიქტი აქვს სხვა ქვეყანასთან, სანამ ის არ დაარეგულირებს ამ კონფლიქტს, ვერ გახდება NATO-ს წევრი. თუ უკრაინა წინააღმდეგობას გაწევს, მაშინ ეტყვიან, მაშინ ჯერ კონფლიქტი დაარეგულირე, ანუ რაც ხდება საქართველოსთან შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

– მადლობა!

ავტორი:

ბოლო სიახლეები