25 სექტემბერი, ორშაბათი, 2023
25 სექტემბერი, ორშაბათი, 2023

“ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!” – თეა წულუკიანისადმი მკვლელობის მუქარის საქმეზე სასამართლომ ქეთა გაბიანი დამნაშავედ ცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

“ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა. მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა – ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია! მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!” – წერს თეა წულუკიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები