2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს Pfizer-თან კონტრაქტის საკითხზე დახურულ კარს მიღმა გამოჰკითხავენ

ევროპარლამენტის კომისია კორონავირუსის საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენს დახურულ კარს მიღმა გამოჰკითხავს. ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის როლზე ევროკავშირის მიერ Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დადებულ კონტრაქტში. ამერიკულმა კომპანიამ და ევროკავშირმა €35-მილიარდიან კონტრაქტს ხელი პანდემიის პიკის დროს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროს ფონ დერ ლაიენს პირადი მიმოწერა ჰქონდა Pfizer-ის ხელმძღვანელ ალბერტ ბურლასთან, რაც ჯგუფური მოლაპარაკებების ტრადიცული ფორმატისგან განსხვავდება.

თუმცა ევროპარლამენტარებმა უარი თქვეს ფონ დერ ლაიენის საჯარო გამოკითხვაზე და მოლაპარაკებებში მის უჩვეულოდ აქტიურ როლთან დაკავშირებულ კითხვებს დახურულ კარს მიღმა დაუსვამენ. ამასთან, არც სხდომის თარიღია დანიშნული.

„ეს მოვლენათა ირონიული განვითარებაა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები ფონ დერ ლაიენის Pfizer-თან მოლაპარაკებების შესახებ სწორედ მოლაპარაკებების დროს გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გაჩნდა. ახლა კი დისკუსია ამ საკითხზე ევროპარლამენტარების წინ და საზოგადოების თვალს მიღმა გაიმართება“, – წერს Politico.

ავტორი:

ბოლო სიახლეები