7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

ევრა: არ გამიკვირდება, თუ რონალდო კარიერას დაასრულებს

“მანჩესტერის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ რონალდოს მომავალზე ისაუბრა.
“რონალდოსთან მისი მომავლის შესახებ არ მილაპარაკია. არ ვიცი, რას გააკეთებს. კრიშტიანოს უნდოდა კარგ ფორმაში ნაკრების გამო ყოფილიყო. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მისი ოცნება იყო, ახლა კი ყველაფერი წარსულშია. არ გამიკვირდება, თუ ამის შემდეგ კარიერას დაასრულებს, – ციტირებს ევრას Sky Sports-ი.

37 წლის რონალდო ამჟამად თავისუფალი აგენტია, “ალ ნასრრი” ეპატიჟება და წლიურ გასამრჯელოდ 200 მილიონ ევროს სთავაზობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები