30 სექტემბერი, შაბათი, 2023
30 სექტემბერი, შაბათი, 2023

დრონები და ვიდემეთვალყურეობის სისტემა: IT გადაწყვეტები შენი კომპანიისთვის

რა არის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა?

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა პროგრამული და აპარატურული ნაწილისგან შედგება. აპარატურა აერთიანებს:

  • ვიდეო კამერებს,
  • ობიექტივს,
  • მონიტორს,
  • ვიდეორეგისტრატორს ან ვიდეოსერვერს.

სისტემა ორგანიზებას უწევს  ვიდეოკონტროლს ნებისმიერ ადგილზე და ადაპტირებადია თითოეული შენობის/ობიექტის სპეციფიკაციებთან. მისი მიზანია:

  • უსაფრთხოების დაცვა,
  • დანაშაულის პრევენცია,
  • ინფორმაციის მიღება
  • ტერიტორიის ანალიზი.

რაში დაგეხმარება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა?

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა დაგეხმარება, რომ შეამოწმო უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობა და გამორიცხო ცრუ განგაში. ის გთავაზობთ:

  • რეალურ დროში მონიტორინგს,
  • ვიდეო ჩანაწერს,
  • სახის ამოცნობას,
  • მოძრავი ობიექტების მიდევნებას ან დათვლას,
  • მიტოვებული საგნების დეტექციას,
  • ობიექტების ძებნას,
  • მოძრავი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებას (მწარმოებელი, მოდელი, ფერი, სანომრე ნიშანი, წონა, შესვლის და გასვლის დრო).

„ვეზირი“ საქართველოში წამყვანი კომპანიაა ამ და სხვა უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით.

მისი პარტნიორი ბრენდებია:

  • ცენტრალური ვიდეო მენეჯმენტი:Milestone, Genetec;
  • ვიდეო კამერები:AXIS, Honeywell, Siqura, Bosch, Hanwha, Uniview;
  • ვიდეო ანალიტიკა:BriefCam, NEC;

რა არის დრონები?

დრონები რადიომართვადი უპილოტო საფრენი აპარატია, მისი გამოყენება სულ უფრო ხშირია და ახალ  შესაძლებლობებს აჩენს თავდაცვასა და დაზვერვაში, სოფლის მეურნეობაში, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში, ლოჯისტიკასა თუ აეროფოტოგადაღების სფეროში.

  • ერთი შეხედვით, დრონები მფრინავი კამერაა, თუმცა მისი ფუნქციები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
  • ფრენის დროის ხანგრძლივობას  დრონის წონა და ელემენტის სიმძლავრე განაპირობებს, დაფარვის მანძილი კი რადიოანტენის ხარისხზეა დამოკიდებული.
  • შესაძლოა, დრონს ჰქონდეს GPS, რაც მას ერთ ადგილზე გაჩერების და ასევე აფრენის წერტილში ავტომატური დაბრუნების საშუალებას აძლევს.

ვეზირის პარტნიორი ბრენდები დრონების მიმართულებით:

  • Optasense,
  • Bandweaver,
  • Blighter,
  • Flir,
  • HGH Systemes; 
  • Germandrones და ა.შ.

(R)

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – სალომე...