29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

დიტო სამხარაძე – გურიაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციებში გროვდება სურსათი, ჰუმანიტარული და პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთები

გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, დილიდან, „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციებში გროვდება სურსათი, ჰუმანიტარული და პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთები – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე წერს.

„ დილიდან, „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციებში, ადგილობრივი გუნდისა და აქტივის მიერ, გროვდება სურსათი, ჰუმანიტარული და პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთები, რომლებიც შემდგომში იგზავნება გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას“ – წერს დიტო სამხარაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები